მთავარ შიგთავსზე გადასვლა
უფასო ხელსაწყო · 04

ხელფასის კალკულატორი

დარიცხული ხელფასიდან ხელზე ასაღები და პირიქით: საშემოსავლო და საპენსიო.

შეიყვანეთ თანხა — შედეგი მაშინვე გამოჩნდება.

არ ითვალისწინებს შეღავათებს (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების).

საინფორმაციო. გამოთვლა საინფორმაციოა და არ არის საგადასახადო კონსულტაცია. განაკვეთები შემოწმდა 2026-10-31, წყარო: საგადასახადო კოდექსი, მუხ. 81–82, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი, მუხ. 3. ზუსტი თანხისთვის მიმართეთ ბუღალტერს ან rs.ge-ს.

როგორ მუშაობს

დარიცხულიდან ხელზე: ჯერ აკლდება საპენსიო შენატანი 2%, რომელიც საშემოსავლოსგან თავისუფალია, მერე დარჩენილს — საშემოსავლო 20%. 2 000 ₾ → საპენსიო 40 ₾ → საშემოსავლო 392 ₾ → ხელზე 1 568 ₾.

ხელზედან დარიცხული: იგივე, პირიქით — 1 568 ₾ ხელზე = 2 000 ₾ დარიცხული. ჩანს დამსაქმებლის ხარჯიც (მისი 2% ხელფასს ზემოდან ემატება) და სახელმწიფოს შენატანი.

ვინც საპენსიო სქემიდან გავიდა, მონიშნოს „საპენსიო სქემაში არ ვმონაწილეობ“: მაშინ ხელზე = დარიცხული × 0,8. ეძებენ ლათინურადაც: „xelfasis kalkulatori“, „xelze asagebi xelfasi“.

ხშირი კითხვები

რამდენია საშემოსავლო გადასახადი?

20% დასაბეგრი შემოსავლიდან. საპენსიო შენატანი (2%) ჯერ აკლდება და საშემოსავლოთი არ იბეგრება.

რამდენს იხდის სახელმწიფო საპენსიოში?

2% წლიური ხელფასის 24 000 ₾-მდე ნაწილზე და 1% 24 000–60 000 ₾ ნაწილზე; 60 000 ₾-ს ზემოთ — არაფერს.

შეღავათები გათვალისწინებულია?

არა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სხვა შეღავათები ამ კალკულატორში არ ითვლება.

საიტი გჭირდებათ?

გააკეთეთ თავად Bort Sites-ზე უფასოდ, ან შეუკვეთეთ Bort Studio-ს.