ინვოისი
შეავსეთ ინვოისი ბრაუზერში და ჩამოტვირთეთ PDF.
მონაცემები არსად იგზავნება — PDF თქვენს ბრაუზერში იქმნება. ეს არის ინვოისი / ანგარიში გადასახდელად და არ ცვლის rs.ge-ზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას.
- სულ
- 0,00 ₾
ნული ლარი
როგორ მუშაობს
შეავსეთ თქვენი და მყიდველის რეკვიზიტები, დაამატეთ პოზიციები — დასახელება, რაოდენობა, ფასი — და ჩამოტვირთეთ A4 PDF. ჯამი ავტომატურად ითვლება და სიტყვებითაც იწერება.
თუ დღგ-ის გადამხდელი ხართ, აირჩიეთ „ფასს დაემატოს დღგ 18%“ ან „ფასში დღგ შედის“ — PDF-ში დღგ ცალკე ჩანს. IBAN-ს ხელსაწყო ამოწმებს და შეცდომისას გაფრთხილებთ.
PDF თქვენს მოწყობილობაზე იქმნება: მონაცემები არსად იგზავნება და არ ინახება. სურვილისამებრ თქვენი რეკვიზიტები ამ ბრაუზერში დარჩება, შემდეგი ინვოისის ნომერი კი ავტომატურად +1 იქნება. ეძებენ ლათინურადაც: „invoisis nimushi“, „invoice template georgia“.
ეს არის ინვოისი / ანგარიში გადასახდელად. დღგ-ის გადამხდელები ოფიციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას rs.ge-ზე წერენ — ეს დოკუმენტი მას არ ცვლის.
ხშირი კითხვები
ეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაა?
არა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა rs.ge-ზე ელექტრონულად იწერება. ეს არის ინვოისი — ანგარიში გადასახდელად.
სადმე ინახება ჩემი მონაცემები?
არა. PDF ბრაუზერში იქმნება. „დაიმახსოვრე ჩემი რეკვიზიტები“ მხოლოდ ამ ბრაუზერში ინახავს თქვენს (გამყიდველის) მონაცემებს.
„შექმნილია bort.ge-ზე“ წარწერის მოშორება შეიძლება?
დიახ — მოხსენით შესაბამისი მონიშვნა ჩამოტვირთვამდე.
PDF არ იწერება, რა ვქნა?
დააჭირეთ „ბეჭდვას“ და აირჩიეთ „Save as PDF“ — ბრაუზერი თავად შეინახავს.
სხვა ხელსაწყოები
საიტი გჭირდებათ?
გააკეთეთ თავად Bort Sites-ზე უფასოდ, ან შეუკვეთეთ Bort Studio-ს.