საიტის შემოწმება
საიტის სიჩქარე, SEO და მობილური ქულა Google-ის მონაცემებით, ქართული ახსნით.
როგორ მუშაობს
ჩაწერეთ საიტის მისამართი და დააჭირეთ „შემოწმებას“. Google PageSpeed Insights საიტს ტელეფონის ბრაუზერში ხსნის და 20–60 წამში აფასებს 100-ქულიან სკალაზე: სიჩქარე, SEO, ხელმისაწვდომობა და კარგი პრაქტიკა. 90+ კარგია, 50–89 გასაუმჯობესებელია, 50-ზე ნაკლები — ცუდი.
ქვემოთ ჩანს Core Web Vitals — რამდენ ხანში ჩნდება მთავარი შიგთავსი (LCP) და „ხტუნავს“ თუ არა გვერდი ჩატვირთვისას (CLS) — და მთავარი პრობლემები მარტივი ქართულით: მძიმე სურათები, ნელი სერვერი, აღწერის გარეშე გვერდი…
Google საიტს ძირითადად ტელეფონის ვერსიით აფასებს, ამიტომ ჯერ ტელეფონის ქულა ჩანს; კომპიუტერის ქულა ცალკე ღილაკია. ერთი და იგივე საიტის შედეგი 12 საათი ინახება და ბმულით შეგიძლიათ გაუზიაროთ. ეძებენ ლათინურადაც: „saitis shemowmeba“, „saitis sichqare“.
ხშირი კითხვები
რატომ იცვლება ქულა ყოველ ჯერზე?
Google ყოველ შემოწმებაზე საიტს თავიდან ხსნის, ქსელი და სერვერი კი ყოველ წამს ერთნაირად არ პასუხობს. ±5 ქულის სხვაობა ჩვეულებრივია.
რამდენჯერ შემიძლია შემოწმება?
10 წუთში 3-ჯერ და დღეში 10-ჯერ. უკვე შემოწმებული საიტის შედეგი 12 საათი ლიმიტის გარეშე იხსნება.
რა ინახება?
მხოლოდ საიტის მისამართი და შედეგი, 7 დღე — ვინ შეამოწმა, არ ინახება.
სხვისი საიტის შემოწმება შეიძლება?
დიახ: PageSpeed საჯარო გვერდს ისე ხსნის, როგორც ნებისმიერი ვიზიტორი.
სხვა ხელსაწყოები
საიტი გჭირდებათ?
გააკეთეთ თავად Bort Sites-ზე უფასოდ, ან შეუკვეთეთ Bort Studio-ს.