მთავარ შიგთავსზე გადასვლა
უფასო ხელსაწყო · 09

WhatsApp და Telegram ბმული

ბმული, რომელიც WhatsApp-ში ან Telegram-ში ჩატს მზა შეტყობინებით ხსნის — და QR კოდი.

შეავსეთ ველი — ბმული და QR აქ გამოჩნდება.

როგორ მუშაობს

WhatsApp: შეიყვანეთ ნომერი — ქვეყნის კოდის გარეშე +995 დაემატება — და, თუ გინდათ, მზა შეტყობინება. მიიღებთ wa.me ბმულს: დაჭერისას WhatsApp თქვენთან ჩატს ხსნის და შეტყობინება უკვე აკრეფილია. ნომრის შენახვა საჭირო არ არის.

Telegram: შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი (@username) და მიიღებთ t.me ბმულს, ასევე მზა ტექსტით.

ბმული ჩასვით Instagram-ის ბიოში, საიტზე ან რეკლამაში, QR კოდი კი — ვიტრინაზე ან სავიზიტო ბარათზე. ყველაფერი ბრაუზერში იქმნება. ეძებენ ლათინურადაც: „whatsapp linkis sheqmna“.

ხშირი კითხვები

რა არის wa.me ბმული?

WhatsApp-ის ოფიციალური მოკლე ბმული: wa.me/995555123456. ვინც დააჭერს, ჩატი პირდაპირ გაეხსნება.

ნომერი რა ფორმატით შევიყვანო?

როგორც გინდათ: 555 12 34 56, +995 555 12 34 56 ან 00995…; ბმულში ის საერთაშორისო (E.164) ფორმატით ჩაიწერება.

Telegram-ში ნომრით შეიძლება?

საჯარო ბმული მომხმარებლის სახელით მუშაობს — დააყენეთ Username Telegram-ის პარამეტრებში.

საიტი გჭირდებათ?

გააკეთეთ თავად Bort Sites-ზე უფასოდ, ან შეუკვეთეთ Bort Studio-ს.